ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის, კოეფიციენტი 5 პროცენტით, 90 პროცენტამდე იზრდება. ანუ, საქართველოს მოქალაქე, ვისაც ბინის შეძენა სურს, პირველადი შენატანის სახით, 15 პროცენტის ნაცვლად, ბინის ღირებულების 10 პროცენტს გადაიხდის. ეს ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. იმსჯელეს მარეგულირებლის რამდენიმე ახალ გადაწყვეტილებაზე.