ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რვა პროცენტზე დატოვა. მათი განმარტებით, ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური პერსპექტივა ისევ მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. როგორც შიდა საყურადღებო ფაქტორებმა, ასევე რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ქვეყნის სუვერენული რისკი გაზარდოს და ინფლაციური ზეწოლა წარმოქმნას.