ეროვნული ბანკის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს მართავს

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა. ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადასახადო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან.

ხელმოწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე