საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშს მოუსმენენ – დეპუტატების წინაშე ნათია თურნავა წარდგება. ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. დოკუმენტის მიხედვით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადაიხარა და 3,9 %-ს მიაღწია.
2025 წელს ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება – 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს.