პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიში განიხილა. ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გააცნო. მისი განმარტებით, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადაიხარა და 3,9 %-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნულს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
ნათია თურნავას თქმით, 2026 წელს მონეტარული პოლიტიკის ზომიერი ზრდით ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა. ამასთან, გასულ წელს ეკონომიკისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდა მოხდა. მისივე ინფორმაციით, დოლარიზაციის შემცირება კვლავ ეროვნული ბანკის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მის უწყებას ხელშესახები შედეგები აქვს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დეპუტატები ძირითადად ინფლაციითა და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.