ეროვნული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულებულია – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩინეთის ბანკთაშორისი ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და უმსხვილეს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის უფლება ექნება. უახლოეს მომავალში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ობლიგაციების ჩინურ ბაზარზე პირველ ინვესტიციასაც განახორციელებს. იგეგმება პროცესში მიღებული გამოცდილების ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის გაზიარება და ახალი ბაზრის ათვისებაში მათი მხარდაჭერა.

რა შესაძლებლობებს ქმნის პირდაპირი წვდომა ობლიგაციების ჩინურ ბაზარზე და რა გავლენას მოახდენს პროცესი ქართულ ფინანსურ სექტორზე – თეონა მაჭარაშვილი გიამბობთ.