ექსპორტის მაჩვენებლები

15:24, 13.07.2026

ექსპორტმა 2026 წელს ივნისში რეკორდული მოცულობა – 771.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 21% მატებაა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. იანვარ-ივნისში კი ჯამურად 20.1%-ით არის მაჩვენებელი გაზრდილი. 2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელი – 2,396.4 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ – 12,925.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2025 წელს ექსპორტი 11.2 პროცენტით გაიზარდა.

მსგავსი