ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები

15:05, 20.07.2026

ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი, წინა წლის ივნისთან შედარებით, 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ. ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც – ივნისის თვის რეკორდულმა მაჩვენებელმა 2 მილიარდ 396 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 12 მილიარდ 925 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

 

 

 

მსგავსი