ეპიდემიური ვითარება სკოლებში

სასწავლო პროცესის განახლებიდან დღემდე, 13-დან 21 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3 პროცენტს და მოსწავლეთა 0,05 პროცენტს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასი. შემცირებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 120 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება.

დატოვე კომენტარი