კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა, დღეის მდგომარეობით, 4 739-ს შეადგენს. გამოვლენილია ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ე.წ. ინდური შტამი არ ფიქსირდება.