ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კოვიდვითარება ეტაპობრივად რთულდება – ბოლო ორი კვირაა, შემთხვევების რაოდენობა მზარდია, მიმართვიანობამ იმატა სამედიცინო დაწესებულებებშიც. სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის გააქტიურება და აქტიური ტურისტული სეზონია.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ რეგულაციების მოხსნამ სხვადასხვა რესპირატორული ვირუსის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ შემოდგომაზე ეპიდვითარება არ გაუარესდეს, მოქალაქეებმა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ. მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარება და ბუსტერდოზით ვაქცინაციაა.