ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გასულ დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 743 ინფიცირებული აღრიცხეს, რეგიონებიდან კი ყველაზე მეტი – 446 შემთხვევა იმერეთში გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 82 046 ინფიცირებული მკურნალობს, 772 პირის მდგომარეობა მძიმეა. 247 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, პისიარტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით შეჩერებულია და მოქალაქეებს უფასოდ მხოლოდ ანტიგენის ტესტით შეუძლიათ კვლევის ჩატარება.