ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი – მონაცემები მაღალია, თუმცა მაჩვენებლების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. ბოლო სამი კვირის სტატისტიკით, პანდემიის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახალი ტალღის პიკი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან საქართველოში დომინანტი, ომიკრონის“ მეორე ქვეტიპი „ბი ეი 2“ გახდა, ვირუსის სწორედ ამ ვერსიამ გამოიწვია რიგ ქვეყნებში ეპიდვითარების შემდგომი გაუარესება. სპეციალისტის თქმით, ვითარების დასასტაბილურებლად აუცილებელია პირბადის ტარება.