ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. ამ დრომდე მაღალია ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეექვსე – ერთ-ერთი ყველაზე რთული ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა, კლების ტენდენცია რომ შენარჩუნდეს, ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.