ეპიდემიური ვითარება საქართველოში

15 315 ახალი შემთხვევა და 55 გარდაცვლილი პაციენტი – ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მცირდება. მედიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა და ეპიდვითარება მომდევნო კვირიდან შედარებით უნდა დასტაბილურდეს.

სპეციალისტების შეფასებით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება მარტის შუა რიცხვებიდან, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და რეგულაციებს და რეკომენდაციებს დაიცავენ. პირბადის ტარება არის აუცილებელი და ასევე მნიშვნელოვანია ბუსტერდოზების დამატება.