ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ბოლო მონაცემებით, 70 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან ათი რეანიმაციულ განყოფილებაშია. საავადმყოფოდან უკვე გაეწერა „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული პატარა პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი კოვიდინფიცირებული ბავშვებისთვის კლინიკის ეზოში გასართობი წარმოდგენა გაიმართა.