ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი საქართველოში კვლავ ძალიან მაღალია – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კიდევ 64 პაციენტი გარდაიცვალა. ერთ მილიონ მოსახლეზე დაანგარიშებით, საქართველო ლეტალობის მაჩვენებლითა და ვირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენით, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 3 542 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 1648 პაციენტის ინფიცირება თბილისში გამოვლინდა. შემდეგ მოდის იმერეთი 558 შემთხვევით და სამეგრელო-ზემო სვანეთი 276 ახლად ინფიცირებული პაციენტით.

როგორ აფასებენ საქართველოში შექმნილ მძიმე ეპიდვითარებას წამყვანი სპეციალისტები, რა რეკომენდაციები აქვთ მათ და როგორ პროგნოზს აკეთებენ „ომიკრონის შტამთან“ დაკავშირებით.

თათია ტაბეშაძე ესაუბრა მედიკოსებს და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება მათ შეფასებებს.

დატოვე კომენტარი