ეპიდემიური ვითარება საქართველოში

29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში. გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალია. რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 44 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა – „კოვიდ-19“ 1 576 მოქალაქეს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 15 მაისისთვის 3.65% პროცენტია. ახალი შემთხვევების უმრავლესობა – 868 თბილისში გამოვლინდა, 162 – იმერეთში, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი 130 ახალი ინფიცირებულით, შემდეგია აჭარა, სადაც ვირუსის კიდევ 92 ფაქტი აღრიცხეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა 912 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 207-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, 584 პირი გამოჯანმრთელდა.