ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიური ვითარება – გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 40 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 482 ტესტი.

სპეციალისტების მოწოდება უცვლელია. ექიმები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ და არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს რამდენიმე წუთის წინ თათია ტაბეშაძე ესაუბრა.