ეპიდემიური ვითარება საქართველოში

რა რაოდენობის ვაქცინა შეიძლება დარჩეს აუთვისებელი და რა ზარალს ნახავს ქვეყანა. აცრის მსურველთა რაოდენობა ისევ დაბალია. მაშინ, როცა ლეტალობის დღიური მაჩვენებელი კვლავ ორციფრა რიცხვია და ახალი შემთხვევები კი დღითიდღე მატულობს – უკვე შემოტანილი ვაქცინის დოზები, შესაძლოა, გაფუჭდეს. გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1250 პირს. დადებითობის მაჩვენებელი 3,91%-ია. სპეციალისტების პროგნოზით, მაისის პირველი ორი კვირა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი იქნება.

ყველაზე რთული ეპიდვითარება თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია. რა შეზღუდვებს უნდა ველოდოთ, ეს ცნობილი ორშაბათს გახდება. ასევე, ორშაბათს იმსჯელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიანიჭოს თუ არა ჩინურ „სინოფარმს“ ავტორიზაცია – რომლითაც ვაქცინაცია ჩვენ ქვეყანაში, გეგმის მიხედვით, 4 მაისიდან უნდა დაიწყოს.