ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 42 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის დიაგნოზით 52 601 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან თითქმის 6 000 ჰოსპიტალიზებულია. ბოლოს ასეთი სტატისტიკის არსებობისას, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მაჩვენებელი განსაკუთრებით საგანგაშოა ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე. ინფექციონისტები არსებულ რეგულაციებზე აღსრულების გამკაცრებას ითხოვენ.

მოსალოდნელია თუ არა ამ ფონზე მკაცრი შეზღუდვების ხელახლა ამოქმედება – ნახეთ თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი.