ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველო კოვიდპანდემიის მეხუთე ტალღის ზღვარზე და მძიმე ზამთრის მოლოდინში. სპეციალისტები ვაქცინაციის ტემპის შენელების შედეგად გადატვირთულ კლინიკებს, ადამიანურ დანაკარგსა და მკაცრ შეზღუდვებს პროგნოზირებენ – რთული ეპიდვითარების გამო, უკვე დაკეტილია ბაგა-ბაღების ნაწილი, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი.

აცრებზე მოთხოვნის კლების პარალელურად, კრიტიკულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელიც, რომელიც, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 40 %-ს შეადგენს. პანდემიასთან ბრძოლის თითქმის ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციისთვის მთავარი ორი ინდიკატორია – ვაქცინაციის დონე და რეკომენდაციების დაცვა.

დეტალები ნახეთ მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში.