ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიური ვითარება – საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ კიდევ 52 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 2 000-მდე ახალი შემთხვევა. კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან მძიმედ ფასდება 1 264 ადამიანის მდგომარეობა.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ახალი ინფიცირების შემთხვევები იკლებს და პანდემიის მეოთხე ტალღა დასრულებულია, თუმცა ეს არ არის დამშვიდების მიზეზი. მათი პროგნოზით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში კიდევ ორი კვირა შეიძლება შენარჩუნდეს, შესაბამისად, ვირუსს ყოველდღე კიდევ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ყველას მოუწოდებენ, გაიკეთონ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

დატოვე კომენტარი