ეპიდემიური ვითარება საქართველოში

22 გარდაცვლილი და 1800-ზე მეტი ინფიცირებული – ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში. კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17 პროცენტია.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან თბილისში აღირიცხა 1 046 შემთხვევა, აჭარაში – 161, იმერეთში – 123, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 74, კახეთში კი 111, დანარჩენი მონაცემები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე ინფიცირების 17 313 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 135 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 805 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.