ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებები კიდევ ოთხი მოქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 ათასამდე კვლევა. გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი.

5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის – 1.6 %, ხოლო 7 დღის – 1.44%. ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 10.