ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კრიტიკულად გაუარესებული ეპიდემიური ვითარება. კორონავირუსმა კიდევ 22 ადამიანი იმსხვერპლა. დღითი დღე მატულობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი, თუმცა მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას არ ჩქარობს.

ამირან გამყრელიძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ მოქმედი რეგულაციების დაცვა გააკონტროლონ. მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ასის ფარგლებშია, ჩვენს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 2 000 უახლოვდება. რაც შეეხება ვაქცინაციას, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში უკვე „ასტრაზენეკაც“ ერთვება და ორშაბათიდან ამ ვაქცინის კუთვნილ მეორე დოზას ლოდინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეებიც მიიღებენ.