ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,35 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,47 პროცენტი.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ეპიდემიური ვითარება სტაბილურია, თუმცა, მედიკოსები განმარტავენ, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, კლების ტენდენციის მიუხედავად, მაინც საყურადღებოა. მთავარ გამოწვევად კი ახლა ინდური შტამი სახელდება, რომელიც საქართველოში საერთო ინფიცირებულთა უკვე ათ პროცენტს შეადგენს. ეპიდემიოლოგები ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.