ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი. გარდაიცვალა 12 ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია: 2,98 პროცენტი. ეს მონაცემი პირბადის ტარების წესის ან რამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ჯერ ვერ უზრუნველყოფს. სპეციალისტები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.