ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 136 ტესტი. პარალელურად, გრძელდება ვაქცინაცია. ამ დროისთვის სულ აცრილია 277 872 ადამიანი.