ეპიდემიური ვითარება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

21:30, 10.04.2021

ასტრაზენეკას“ ვაქცინას და დაბალი თრომბოციტებით თრომბის წარმოქმნას შორის მიზეზობრივი კავშირი სარწმუნოა, თუმცა მეტი გამოძიებაა საჭირო – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციაა. ამასთან, ჯანმო ქვეყნებს ვაქცინების სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გვერდითი ეფექტის რისკი ყველა ვაქცინას და მედიკამენტს აქვს, მაგრამ მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების რისკი ბევრად მაღალია.

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 718 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი