ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინი, ვაქცინაციის გეგმა და მოსალოდნელი რეალობა. აცრის მსურველთა დაბალი მაჩვენებლის ფონზე, საქართველოში ახალი შემთხვევების მატების დინამიკა კვირაზე მეტია ფიქსირდება.

გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 35 560 ტესტიდან დადებითი პასუხი მიიღო 490 მოქალაქემ. გარდაიცვალა რვა პაციენტი. სპეციალისტები იმუნიზაციის საჭიროებასთან ერთად, პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებენ. „ასტრაზენეკას“ პარალელურად, უკვე სამშაბათიდან აცრა „ფაიზერითაც“ დაიწყება.