ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

ქვეყანაში ეპიდვითარება დინამიკაში უმჯობესდება, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი მაინც მაღალია – ბოლო 24 საათში 57 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსი 2 533 პირს დაუდასტურდა. ორი კვირის წინ ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტი იყო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ყველა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამ ფონზე, მედიკოსები მოსახლეობას წესების დაცვასა და სიფრთხილის გამოჩენას განსაკუთრებით სთხოვენ, მით უფრო მაშინ, როდესაც მსოფლიო „კოვიდ-19“-ის კიდევ ერთ ახალ შტამს სწავლობს.

თათია ტაბეშაძე, ლევან ქართველიშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი