ეპიდემიური ვითარება ბავშვებში 

ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია. ციციშვილის კლინიკაში ექიმები ორი ახალშობილის გადარჩენას ცდილობენ. ჩვილები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან. სულ კი ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში 114 პაციენტი იმყოფება, მათგან 49 მშობელია.

რეანიმაციულ განყოფილებაში შვიდი მცირეწლოვანია, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის განმარტებით, 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდებიდან არცერთი აცრილი არ არის.