ეპიდემიური ვითარება აჭარაში

 აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 332 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 254, ონლაინკლინიკაში კი 593. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო და შესაძლოა, ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.