ეპიდემიური ვითარება აჭარაში 

აჭარაში ეპიდსიტუაცია გართულდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეს 161-ს მიაღწია, რაც თითქმის ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში 179, კოვიდსასტუმროებში – 316, ონლაინრეჟიმში კი 339 ინფიცირებული მკურნალობს. ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.