ეპიდემიოლოგიური ვითარება ზუგდიდში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდში გამოვლინდა. ინფიცირებული თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა ქალია, რომელიც სასტუმროში 28 აგვისტოს შევიდა. სასტუმროს მენეჯერი ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, სასტუმროში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალგაზრდა ქალი სამკურნალოდ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.