ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა. ჩაიკეტება თუ არა სოფელი ლენჯერი, ჯერჯერობით, უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულებს ნათესაური კავშირი აქვთ. ვირუსის გავრცელება მოხდა ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან. თუმცა, უცნობია მისი ინფიცირების პირველწყარო. ხუთი პირი უკვე გადაყვანილია თბილისში, ერთი ქუთაისში, 11-ის გადანაწილება კი შესაბამის კლინიკებში ამ წუთებში ხდება.

გამოკვლეულია დამატებით 37 კონტაქტი. ეპიდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა უკვე მესტიაში იმყოფება და ჩატარდება ჩაღრმავებული კვლევა. მესტიის რაიონის ჩაკეტვის საკითხი სწორედ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.