კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსთავში

დღეს ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი 107 შემთხვევიდან, ერთი შემთხვევა რუსთავის 23-ე ბაგა-ბაღში დადასტურდა. ვირუსი ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც ბაღი დაიხურა. ეს არის პირველი ბაღი, რომელიც რუსთავში კორონავირუსის შემთხვევის გამო დაიკეტა და მხოლოდ 12 დღის შემდეგ გაიხსნება. რაც შეეხება ინფიცირებულის კონტაქტებს, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.