ქუთაისში, გასული 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი დადებითი პასუხი კარავში აღებულმა „პისიარ“ ტესტმა აჩვენა. ინფიცირებულები 32-ე საჯარო სკოლის კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 21-ვე შემთხვევა სკოლას უკავშირდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტში კი ლაბორატორიიდან 450 „პისიარ“ ტესტის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში კიდევ 350 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული და დღეს აღნიშნულ ნიმუშებს კვლევისთვის ქუთაისის ლაბორატორიაში გააგზავნიან.