ეპიდემიოლოგიური ვითარება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა. პაციენტები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს, ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.