ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარას უკავშირდება. წითელ ზონაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 360-ით გაიზარდა, შესაბამისად, ახლა ეპიდემიოლოგების  ყურადღება სწორედ ამ რეგიონზეა მიპყრობილი.

პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში მობილიზებულია დამატებითი ლაბორატორიული და კლინიკური ჯგუფები. სიტუაცია კი სრულად კონტროლირებადია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ფიქრობს, რომ წითელ ზონაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად, აჭარაში ეპიდვითარება დასტაბილურდება.