ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

კორონავირუსის მუტაციაგანცდილი შემთხვევების რაოდენობა მატულობს ევროპაში – ახალი შტამი დაფიქსირდა საფრანგეთასა და ესპანეთშიც. რამდენად საშიშია კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებადი ვირუსი.

„კოვიდ-19-ით მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 მილიონს აღწევს. პანდემიის შედეგად, მილიონ 700 ათასი ადამიანი უკვე გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების ყოველდღიურად მზარდი მაჩვენებლის პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნებში ხვალიდან ვაქცინაცია იწყება.