ეპიდემიოლოგები კარანტინის ზონაში

ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით ყველაზე ცხელი რეგიონია, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რეგიონში  ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს და მეტი სამუშაო ჩატარდეს, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

სამოქმედო გეგმაზე ეპიდემიოლოგებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს. ქვემო ქართლში არსებული ეპიდსიტუაცია და დაგეგმილი ღონისძიებები – ჩვენს სიუჟეტში.