„ენკას“ სამოქმედო გეგმა

„ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მზად არიან, შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ პირს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე აინტერესებს.

საუბარი შეეხო პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობასაც. როგორც მერაბ ლომინაძემ აღნიშნა, კომპანია მზად არის, აღნიშნულ ფორმატში აქტიურად ჩაერთოს. მათი თქმით, ყველა კვლევა და ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.

კომპანიის განცხადებას მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელი გამოეხმაურა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ კითხვები არა კომპანიასთან, არამედ ხელისუფლებასთან აქვთ.