„ენერგეტიკული ზავი“ – ზელენსკის პოზიცია
დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ნაბიჯი და ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, მისთვის მოულოდნელი იყო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ასეთ ზავს დათანხმდება, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. „გთხოვთ, შეგვატყობინოთ, როდის დაიწყება ზავი. ჩვენ მზად ვართ და მას მივიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. მოგვიანებით კი ვიდეომიმართვაში მან დონალდ ტრამპის განცხადება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ის რეალობად იქცეს. მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმები ზავის გამოცხადების შემდეგ გრძელდებოდა.