ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი

ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, რადგან ის პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური სექტორის საფუძველს წარმოადგენს, ენერგიის ფასი, ხარისხი და უწყვეტობა – პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში. გამოსვლისას მეზურნიშვილმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.