ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი 

თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება. მიზანიც ამ მიმართულებით, ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ორი დღის განმავლობაში სპეციალისტები წარმოადგენენ კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს. ისინი თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს განიხილავენ. ფორუმში 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი – ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მონაწილეობენ.