ემანუელ მაკრონის განცხადება

„რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ეს იერიში აფრიკის კონტინენტზე მე-19 საუკუნის თავდასხმებს შეადარა. მისი თქმით, ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც ეგონათ, რომ ევროპიდან უკვე გამქრალი იყო.