ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას განაგრძობს. დეპუტატი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მოთხოვნის შესრულებამდე, ის პროტესტის უკიდურესი ზომის შეწყვეტას არ გეგმავს.

ელენე ხოშტარია მე-11 დღეა, შიმშილობს. დეპუტატი თანახმაა, გაიკეთოს მედიკამენტოზური პრეპარატების გადასხმა მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მისი სასიცოცხლო პარამეტრები მკვეთრად გაუარესდება.