ეკონომისტთა სამეცნიერო კონფერენცია
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.